"სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული პროექტის, "მიკრობოსტნეულის სათბურის" პრეზენტაცია გაიმართა

საპარტნიორო ფონდმა სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებული პროექტის მიკრობოსტნეულის სათბურის” პრეზენტაცია გამართა. ბიზნესიდეა გულისხმობს მიკრობოსტნეულის მოყვანას ჰიდროპონიკის მეთოდით.

ბოსტნეული ბევრად მეტ ვიტამინს და მინერალებს შეიცავს, მის მოსაყვანად არ გამოიყენება სასუქი, ან რაიმე ქიმიური დანამატი. მიკრობოსტნეული მცირე ზომის, მწვანილის ფორმის ბოსტნეულია, რომელიც, ძირითადად, კერძების ვიზუალისა და გემოს გასაუმჯობესებლად, ასევე გარნირად ან სალათის მოსამზადებლად გამოიყენება.

ბოსტნეული სახლის პირობებში 3 კვირა ინახება.  პრეზენტაციას “საპარტნიორო ფონდის” წარმომადგენლები და პროექტის ავტორები ესწრებოდნენ.

[