სოციალურ სივრცეში Starring Georgia-ს შემაჯამებელი საღამო გაიმართა.
Black Sea Arena-ს წარმომადგენლებმა ორი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ახალი პროდუქტები წარმოადგინეს. მათ შორისაა სრულიად ახალი პროდუქტი ადგილობრივი გასართობი ინდუსტრიის სფეროში – starringgeorgia.ge. ვებ-გვერდი, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მარტივად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული გასართობი, შემეცნებითი და სათავგადასავლო აქტივობების და ღონისძიებების შესახებ. starringgeorgia.ge ნებისმიერი ინტერესის მქონე მოგზაურს საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილებს და აქტივობების ფართო არჩევანს, ასევე ექსკლუზიურ შეთავაზებებს და ფასდაკლებებს სთავაზობს.