დაპირისპირება სტამბოლში - პოლიცია საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებს

სტამბოლში, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პოლიცია საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ჰაბერ თურქი“ ავრცელებს. შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებსა და რუსებს შორის სტამბოლში ფათიჰის რაიონში  მოხდა. თურქული მედიის ცნობით,  გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე. 56 წლის მამაკაცი საავადმყოფოში თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული  ჭრილობით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ასევე დაჭრილია რუსეთის ერთი მოქალაქე.