სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის მთავარი რედაქტორი და რეპორტიორი გაათავისუფლა

18:20, 10.03.2018

სტამბოლის სასამართლომ თურქული ოპოზიციური გაზეთის მთავარი რედაქტორი მურატ საბუნჯუ და რეპორტიორი აჰმედ შიკი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა, მათთვის ბრალდება არ მოუხსნიათ.

ჟურნალისტები წინასწარ პატიმრობაში ერთ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ.  ორივე მათგანს შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ყოფნა ედებათ ბრალად. ოფიციალური ანკარა ფეთჰულა გიულენს 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.

მსგავსი