თეთრ სახლთან ახლოს, ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, კაშ პატელის თქმით, დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა კრიტიკულია. იმავე პრესკონფერენციაზე ვაშინგტონის მერმა თქვა, რომ ეს იყო „მიზანმიმართული სროლა“. ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯეფრი კეროლის განცხადებით, ეჭვმიტანილიც დაიჭრა და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი.
შემთხვევას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ თავდამსხმელი ავღანეთის მოქალაქეა. ტრამპმა ავღანეთიდან შესული ყველა ემიგრანტის შემოწმება მოითხოვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი უცხოელია, რომელიც ავღანეთიდან შევიდა 2021 წლის სექტემბერში. ტრამპის განცხადებით, სამხედრო დეპარტამენტს დაავალა დედაქალაქის დასაცავად, დამატებით 500 ჯარისკაცის მობილიზება.