სპორტსმენების დაჯილდოება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში,“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად, ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს, ვაჟებში მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გამოარჩიეს, ზამთრის სახეობებში – ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონები ახალგაზრდებში ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, სათამაშო სახეობებში კი, კალათბურთელი თორნიკე შენგელია აღიარეს. ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებო ჯილდო გადაეცა საქართველოს პირველი არხის წამყვანს ელენე ბილიხოძეს.