სპორტკომპლექსის გახსნა ზუგდიდში 

ზუგდიდში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი გაიხსნა. ახალი ობიექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. ის აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით და ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი. სპორტული ობიექტის გახსნის ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.