„დედაენის ბაღში“ „სპორტფესტი“ დაიწყო, რომელშიც სპორტული ორგანიზაციები მონაწილეობენ. ორდღიანი ღონისძიებების ფარგლებში, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობენ. ტურნირებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „დედაენის ბაღში“ მოწყობილია სპორტული საგამოფენო ზონა, კლასიკური და ურბანული სპორტის სახეობების არენები. ორგანიზატორებმა წელს მასშტაბები გაზარდეს და 35 ორგანიზაცია მიიწვიეს.