სპინინგით თევზაობის შეჯიბრი 

რუსთავში სპინინგით თევზაობის შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოყვარულები მონაწილეობდნენ, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანიც, რომლებმაც მშობლების ზედამხედველობით იასპარეზეს. ხუთი საათის განმავლობაში, სულ 1530 თევზი დაიჭირეს, რომელიც წყალსაცავში უვნებლად დააბრუნეს. სპინინგით თევზაობის შეჯიბრებები მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება.