სენაკსა და ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. ერთ-ერთი უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი პირი დუმილის უფლებას იყენებს. მათ ბრალს 223-ე პრიმა მუხლით წაუყენებენ, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს. გამოკითხვა დილიდან მიმდინარეობს. სამხარეო პოლიციაში რამდენიმე პირი გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფება.
სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში გამთენიისას ერთდროულად ჩატარდა. გაჩხრიკეს დაკავებულთა საცხოვრებელი სახლები. პოლიციაში სულ 17 პირი გადაიყვანეს, რომელთაგან სამი დააკავეს. „მოამბემ“ თვითმხილველები ჩაწერა, რომლებიც დაკავებულებთან დაკავშირებით საუბრობენ. ახლობლების ინფორმაციით, დაკავებული პირების ნაწილი დროებით უმუშევარი იყო და ქურდულ სამყაროსთან კონტაქტი არ ჰქონიათ.