სპეცოპერაცია სენაკსა და ფოთში. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, ამ დროისთვის სამი პირია დაკავებული, მათ ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. დაკავებულების გარდა, დღეს ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში, 10-ზე მეტი სხვა პირი რამდენიმე საათის განმვლობაში იკითხებოდა.
გამოძიების მასალების მიხედვით ირკვევა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მცხოვრებ გავლენიან ე.წ. კანონიერ ქურდებთან და ე.წ. ქურდული გარჩევით კონკრეტულ პირებს დიდ თანხებს სძალავდნენ.
დეტალები ჩვენს რეპორტაჟში.