სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია შობას აღნიშნავს

დღეს სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მსგავსად ყველა სომხური ეკლესიისა, თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია შესრულდა. აკურთხეს  წყალიც, რომელიც ხალხს სახლში მიაქვს და სნეულთა სამკურნალო საშუალებად იყენებენ. სომეხთა ეკლესიის კალენდრის თანახმად, ქრისტეშობის წინა ერთი კვირა მარხვაა.

შობის ბრწყინვალე დღესასწაული იწყება 5 იანვარს, საღამოს და სრულდება შუაღამის შემდეგ. 5 იანვრის საღამოს ყველა სომხურ ეკლესიაში აღევლინება ნათლისღების ჭრაგალუიცი. ეკლესიაში დანთებული სანთლები ხალხს სახლში მიაქვს. ის ღვთაებრივი ნათელის, ეკლესიის კურთხევის სიმბოლოა. ჭრაგალუიცი ასევე განასახიერებს ბეთლემის ვარსკვლავის სინათლეს.