სომხეთმა აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა შესთავაზა

სომხეთმა აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა შესთავაზა, თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის არმიის დაარსებიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევნის ინიციატივაა ასევე აზერბაიჯანთან საზღვრის დემილიტარიზაცია, ასევე იარაღის კონტროლის ორმხრივი მექანიზმის შექმნა. ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა სტრატეგიული უსაფრთხოების შეხედულებებს უნდა გადახედოს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანს არ აქვს და არ ექნება პრეტენზია სხვა ტერიტორიებზე და ეს უნდა გახდეს ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიული საფუძველი.