საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და ეკონომიკური კავშირები – ამ თემებზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძემ და ვაჰგან ხაჩატურიანმა. სომხეთის პრეზიდენტს საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ორდღიანი ვიზიტი უკვე დასრულებულია. სომხეთის პრეზიდენტმა თბილისში შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯოდმარესთან.