სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
სომხეთის პრემიერი დელეგაციასთან ერთად საქართველოში იმყოფება.
ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა. ხვალ დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, სადაც სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები უნდა განიხილონ. დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე მინისტრია.
ბოლოს სომხეთის მთავრობის მეთაური საქართველოს ოქტომბერში სტუმრობდა, როცა ქვეყანა აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობდა.