სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მესამე მხარეზე დამოკიდებული არ არის და მომავალშიც სტრატეგიულ, ძმურ ხასიათს შეინარჩუნებს, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ასე გამოეხმაურა ნიკოლ ფაშინიანი, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ „ევროკავშირი ვერ შეძლებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენის მოხდენას“. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში.