სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება

„უკრაინაში რუსეთის კატასტროფული შეჭრის გამო, სომხეთს აღარ შეუძლია დაეყრდნოს რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ღია კონფლიქტის დაბრუნების შიში იზრდება“ – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით „ჰუმანიტარული კრიზისი“ შექმნა და რუსეთმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა. „ეს ყველაფერი, რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფეროში უნდა ყოფილიყო და ვინაიდან ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რუსეთმა საკუთარი მისია ვერ შეასრულა“, – განაცხადა ფაშინიანმა. მიუხედავად ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ არ იცის, ახლა ვითარება უკეთესი იქნებოდა თუ არა, რუსი სამშვიდობოები რომ არ ყოფილიყვნენ მთიან ყარაბაღში.