სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი
მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის, სოციალური და შრომითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მიმდინარე რეფორმები და ახალი, ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, ქვეყნებს შორის, არსებულ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა მუდმივად ვითარდება. თავის მხრივ, არსენ ტოროსიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს, სოციალური დაცვისა და მომსახურებების გაძლიერების კუთხით, მრავალი საერთო ამოცანა და მიმართულება აქვთ. შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააძლიერონ კოორდინაცია და თანამშრომლობა პრიორიტეტულ სფეროებში.