სომხეთის იუსტიციის მინისტრი თბილისში მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
ღონისძიების ფარგლებში იუსტიციის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი. ორი ქვეყნის სამართლებრივი ინსტიტუტების წარმომადგენლები თემატურ სესიებზე განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, ციფრული სერვისების განვითარება, და ხელოვნური ინტელექტის როლი სამართლებრივ სფეროში. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში დანერგილ პრაქტიკასა და მუშაობის გამოცდილებას.