სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. ამის შესახებ ქოჩარიანის ადვოკატებმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადეს. სომხეთის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება, 2008 წლის პირველ მარტს საპროტესტო აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა.
რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან 2008 წლის აპრილამდე იკავებდა. 2008 წლის პირველ მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.