სომხეთის დამოუკიდებლობის დღე
საქართველოში სომხეთის საელჩომ სომხეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებული მიღება გამართა. საზეიმო ღონისძიებას ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის იყო ევროკავშირის ელჩი საქართველოში. დამსწრეებს სიტყვით სომხეთის ელჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და ახლო ურთიერთობაზე , სტრატეგიულ პარტნიორობასა და ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან ძმურ ურთიერთობებზე გააკეთა აქცენტი.