სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა

სერიოზული გარღვევა სომხეთ-აზერბაიჯანის მრავალწლიან დაძაბულ ურთიერთობაში.

ორი ქვეყნის ლიდერების სახელით გავრცელებული განცხადება ისტორიული შეთანხმების და მშვიდობის მიღწევის შანსს აჩენს. მხარეები ერთმანეთთან სათანამშრომლოდ და ერთმანეთის მიმართ ნდობის აღსადგენად მზად არიან და შეცვლილი მიდგომების სადემონსტრაციოდ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ. მიღებულია ორმხრივი გადაწყვეტილებები სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროების გათავისუფლებაზე. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ბოლო ყველაზე მწვავე ფაზის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა. ამიტომ ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას საკმაოდ დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა.

როდის უნდა ველოდოთ სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერას, თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.