სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

მთიან ყარაბაღში მოვლენების განვითარება ამჯერად ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზეა დამოკიდებული.

მოსკოვში წარმართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ში ჩავიდნენ. ინდივიდუალური აუდიენციებით სწორედ ამერიკა ცდილობს ახლა კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას და თითქმის ერთთვიანი ინტენსიური საომარი მოქმედებების შეწყვეტას. მოლაპარაკებების პარალელურად სადავო ტერიტორიაზე სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ერთმანეთის პოზიციებს ბომბავენ.