„სოლიდარობა ისრაელს“ – ამ სახელწოდებით რიყის პარკში ქართველ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მსოფლიო მშვიდობის დამყარებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ბრძოლებში უამრავი უდანაშაულო ადამიანი ზარალდება, რაც უნდა დასრულდეს.