სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის პრემიერა

დევნილობაში მყოფი თეატრის საპრემიერო ჩვენება – „ზღვის თეატრი“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის დასმა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში წარმოადგინა. სპექტაკლით რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი პირადი მოგონებების საფუძველზე მაყურებელს გადარჩენისთვის მებრძოლ თეატრზე უყვება და იმ კავშირებზეც უამბობს, რომელიც დასის თითოეულ წევრსა და რეჟისორს თეატრთან აქვს. მეორე საპრემიერო ჩვენება 17 მარტს შედგება. შემდეგ კი არსებობის ისტორიაში პირველად თეატრის დასი გასტროლებით საბერძნეთში გაემგზავრება.