„სოკარ ჯორჯია გაზის“ გატაწყვეტილება

მომდევნო თვიდან კომერციული გაზი ძვირდება.

„სოკარ ჯორჯიას“ მომხმარებლები დეკემბრიდან ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 20 თეთრით მეტს გადაიხდიან. მიზეზი, რის გამოც გაზის მიმწოდებელი კომპანია გადასახადს ზრდის, მომსახურებაში გაწეული ხარჯების ზრდა და ლარის კურსია. კიდევ ერთ ფაქტორად გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები სახელდება. ბიზნესი არასაყოფაცხოვრებო ტარიფის ზრდას ნეგატიურად ხვდება და წარმოების გაძვირებას აანონსებს. ერთადერთი გამონაკლისი პურის საწარმოებია, რომლებსაც ბუნებრივი აირის ფასის ზრდა არ შეეხებათ.

დატოვე კომენტარი