საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მიმდინარეობს ქუთაისში „აია არენაზე“. შეჯიბრში რვა სასკოლო საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს. ტურნირის გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი და საჩუქრები გადაეცემა. ორგანიზატორი ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა.
ტურნირი ტრადიციულია და უკვე მესამე წელია, ტარდება, მას სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრები ესწრებიან. საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, 27 წლის სოფო ბობოხიძე უბედური შემთხვევის შედეგად, სამი წლის წინ გარდაიცვალა.