სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი იტალიაში

21:45, 15.04.2026

ორმხრივი შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და ქართული ღვინის პოპულარიზაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ყოველწლიურად ქალაქი ვერონა პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. დავით სონღულაშვილმა საერთაშორისო ღონისძიება ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის გამოიყენა და გამოფენის სტუმრებს ღვინის წარმოების რვაათასწლოვანი კულტურა გააცნო. კოლეგა მინისტრებთან გაიმართა პირისპირ შეხვედრებიც. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

მსგავსი