სოფლის მეურნეობის მინისტრის სამუშაო ვიზიტი იტალიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი სამუშაო ვიზიტით, იტალიას სტუმრობს. დავით სონღულაშვილმა ქ. ვერონაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე, Vinitaly წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა. საერთაშორისო გამოფენაში, 30-ზე მეტი ქვეყანა და იტალიის მეღვინეობის ყველა რეგიონი მონაწილეობს. მინისტრმა მონაწილეობა უკვე მიიღო, კონფერენციაში სახელწოდებით, „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“. სადაც ქართული ღვინოზე, როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილზე და კულტურულ ღირებულებებზე ისაუბრა. გამოფენის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ჯონ ბარკერს შეხვდა.