საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა.
ფერმერებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ აზიურ ფაროსანასა და თხილის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე, რათა ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს და მოსახლეობამ ხარისხიანი მოსავალი მიიღოს.
პრემიერი მიიჩნევს, რომ წლევანდელი წელი მავნებელთან ბრძოლაში გამორჩეული უნდა იყოს, რისთვისაც შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი უკვე გამოყოფილია.
მამუკა ბახტაძემ ლევან დავითაშვილისგან „თხილის დაცვის პროგრამით“ გაწერილი სამოქმედო გეგმა მოისმინა.