სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში

კახეთში ხორბლის და ქერის აღების პროცესი დაიწყო.

მოსავლის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მარცვლეულის ბლოკადით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის გამო საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი დროებით აიკრძალა. მარცვლეულთან ერთად კახეთის რეგიონში ატმის აღება-ჩაბარებაც მიმდინარეობს. სხვადასხვა რაიონში პროცესს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი პირადად ადევნებდა თვალს.