სოფიკო 85 წლის გახდებოდა

ხვალ ცნობილ ქართველ მსახიობს, სოფიკო ჭიაურელს 85 წელი შეუსრულდებოდა.

კინოსა და თეატრში შესრულებული 100-ზე მეტი როლი, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიღებული არაერთი პრესტიჟული ჯილდო, საერთაშორისო აღიარება, საინტერესო გარდასხვები და პერსონაჟები, რომლებიც მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა – ცნობილი კინორეჟისორის და ლეგენდარული მსახიობის ოჯახში დაბადებული სახალხო არტისტი ჩვენს მომდევნო რეპორტაჟში თავად ყვება საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.