სოფელ სუფსის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ორად გაყოფილი სოფელი სუფსა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობის განცხადებით, ავტობანზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად, საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და საძოვრები სხვადასხვა მხარეს აღმოჩდა.

მათივე განცხადებით, ვითარებას ახალი გვირაბიც ართულებს. ლანჩხუთის რაიონის მაცხოვრებლებს მოსავლის გადატანა ხელით უწევთ, რადგან გვირაბში ტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობა  ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს.

რა პასუხი აქვთ გამგეობაში და რა ვითარებაა ადგილზე – თეა აბსარიძე დეტალებით.