სოფელ სხვილისში, ღვთისმშობლის კათოლიკურ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა

12:10, 01.04.2018

დილიდან ხალხმრავლობაა სომეხთა სამოციქულო და კათოლიკურ ეკლესიებში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში, ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ეკლესიის წინამძღვარმა მამა გევორქმა შეღებილი კვერცხები აკურთხა და მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მსგავსი