ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. მოკლულის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.