სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა. ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელში აშენდა. ორსართულიან შენობაში ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდა.

სამშენებლო სამუშაოებისთვის 397 000 ლარი დაიხარჯა. ახლადაშენებული მუზეუმი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებთან ერთად გახსნეს. გახსნის ცერემონიაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.