სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის ხსოვნას პატივი მიაგეს

სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის ხსოვნას პატივი მიაგეს.

2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელს 64 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის მშობლიურ სოფელ ჩოხში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქართველი მწერლის, სცენარისტის და კინორეჟისორის განვლილ გზაზე ისაუბრეს და მისი ცხოვრებიდან არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაიხსენეს.