სოცმუშაკების გაფიცვა

სოციალური მუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან.

თვენახევრიანი მედიაციის შემდეგ, სოცმუშაკებმა გაფიცვის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს, დღეს ოფიციალურად აცნობეს. სამინისტროს შენობასთან მათ საჯარო მიმართვაც წაიკითხეს. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, უწყების მიერ დანიშნულმა მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო და სოციალური მუშაკების 22 პუნქტიანი მოთხოვნიდან სამინისტრომ სრულად არც ერთი შეასრულა.

სოციალური მუშაკები სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ, მხოლოდ ერთი გამონაკლისის გარდა. იმ შემთხვევაში თუ სააგენტოში შევა ინფორმაცია ბავშვის ოჯახიდან განრიდების შესახებ, ისინი მზად არიან, ეს სამუშაო შეასრულონ.

გაფიცულებს დღესვე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში უპასუხეს. უწყებაში ამბობენ, რომ გაფიცვის მიუხედავად, ბენეფიციარების მომსახურებას საფრთხე არ შეექმნება.