„სოცმედიის როლი ტურიზმში“ - სასწავლო კურსი თბილისში

„სოცმედიის როლი ტურიზმში“- საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სექტორის 200 წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი ჩაატარა. ორდღიანი კურსი თბილისში, რუსთავში, თელავში, ბორჯომში, გორში, ქუთაისსა და ამბროლაურში მოეწყო. ტრენინგებში გიდები, ტუროპერატორები და განთავსების ობიექტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა – სოციალური მედიის მნიშვნელობა, სოციალური მედიის ტერმინების მიმოხილვა და პლატფორმების გაცნობა/სტატისტიკა, სარეკლამო კამპანია, ბიზნესგვერდის შექმნა და სხვა. თეორიულ სწავლებასთან ერთად, ტრენინგების მონაწილეებმა პრაქტიკული დავალებები შეასრულეს. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სერტიფიკატები გადაეცათ.