სოციალური სამსახურის რეფორმა

დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის მოწვევას და ჯანდაცვის მინისტრისგან განმარტებების გაკეთებას ითხოვს.

დეპუტატს აინტერესებს, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან 40 სოციალური მუშაკი. როგორც ბექა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სოცმუშაკების გათავისუფლებაში იკვეთება დისკრიმინაციული ნიშნები და ასევე ადგილი აქვს ანგარიშსწორებას გამოთქმული პროტესტის გამო. სოციალური მუშაკები მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა და უფლებების დასაცავად ისინი სასამართლოს მიმართავენ.

საკითხს ჯანდაცვის სამინისტროში ეხმაურებიან.