სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი იზრდება

18:52, 03.12.2018

2019 წლიდან, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება და  თითქმის 36 მილიონ ლარს მიაღწევს.

გაზრდილი ბიუჯეტი 3700-მდე ბენეფიციარს შეეხება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსების ზრდის მიზანია შშმ პირების, მათ შორის ბავშვების მომსახურების გაუმჯობესება და ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული სერვისების განვითარება. ასევე, იზრდება მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართული ოჯახების და  დღის ცენტრების დაფინანსებაც.

დაგეგმილი ცვლილებები სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობას დღეს გააცნეს.

მსგავსი