„სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“

„სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, თბილისში კონფერენცია ჩატარდა. საუბარი შეეხო სოციალური დაცვის სისტემების რეფორმას, რომელიც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივით დაიწყო. მის მიზნად სახელდება სოციალური პოლიტიკის განვითარება და სოციალურ დახმარებაზე წვდომის გაუმჯობესება. კონფერენციაზე სოციალური დაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომლის იმპლემენტაციაშიც საქართველოს ევროპელი პარტნიორები ეხმარებიან. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.