სნოუბორდ კროსის ევროპის თასის მეორე ეტაპი

გუდაურში სნოუბორდ კროსის ევროპის თასის მეორე ეტაპი გაიმართა.

შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 57 სპორტსმენი მონაწილეობდა. ქალთა შეჯიბრი ისევ გერმანელმა სნოუბორდისტმა მოიგო, ვაჟთა შორის კი ჩემპიონობა ფრანგმა მოიპოვა. დღეს უკვე სარეიტინგო შეჯიბრება იმართება.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის და სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.