სნაიპერთა მომზადების პროგრამა დასრულებულია

სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებს შვიდი კვირის განმავლობაში, მუხროვანში საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა სკოლის ინსტრუქტორები ამზადებდნენ. მსმენელებმა თვითგადარჩენისა და დღისა და ღამის პირობებში სნაიპერული საცეცხლე მომზადების კურსი გაიარეს. ყოველწლიური სწავლება თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის სნაიპერებად მომზადებას ისახავს მიზნად.