სნაიპერის სასწავლო კურსი

12:20, 26.09.2026

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ სნაიპერის საერთაშორისო კურსი ჩაატარა. საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ქართველმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს. ორი კვირის განმავლობაში კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს.

სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალი, სარდლობის წარმომადგენლები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, თავსებადობის დონის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

მსგავსი