სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა.
ორკვირიან მომზადებაში, რომელსაც ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ბელგიისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამხედროებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. ღონისძიებებზე კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.