სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. დისკუსიას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომელთა შორის არიან ბადრი ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და ალექსანდრე მოწერელია. საუბრის ერთ-ერთი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობაა. დისკუსიამდე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასაც შეხვდა.