გლდანის მესამე მიკრორაიონს მალე ახალი სკვერი ექნება.
რეკრეაციული სივრცე №3ა-3ბ კორპუსებთან ეწყობა. სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელი პავილიონი და ბავშვთა გასართობი ადგილები გაკეთდა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ამჟამად, კი გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.