სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. სამუშაოები ასევე მოიცავს გამწვანების ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიაზე ხე-მცენარეები დაირგვება. გარდა ამისა, განახლდება საპარკო ავეჯი. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 600 000 ლარამდეა, 2 100 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.