ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე „სამგორის პარკის“ რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, 2 ჰექტარ ფართობზე, მოეწყო სასეირნო ბილიკები, საპარკე ინფრასტრუქტურა, გარეგანათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სპორტული მოედანი, ფანჩატურები, ამფითეატრი, ორი საბავშვო მოედანი, მაგიდის ტენისის სივრცე, ცხოველების სასეირნო ზონა და მშრალი შადრევანი. ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 5 მილიონი ლარი. განახლებული პარკი დედაქალაქის მერმა და პრემიერმა დაათვალიერეს.